კანადაში სამმა ოჯახმა სპერმის ბანკს შიზოფრენიკი-დონორის გამო უჩივლა

კანადაში სამმა ოჯახმა სპერმის ბანკს შიზოფრენიკი-დონორის გამო უჩივლა

kanadaკანადაში სამმა ოჯახმა სპერმის ბანკს იმის გამო უჩივლა, რომ მათ დონორი-შიზოფრენიკის ბიოლოგიური მასალა გასცა – ამის შესახებ დღეს The Guardian-ი წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, დონორი, ნომრით 9623 რეკლამირებული იყო, როგორც „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“, ინტელექტუალური განვითარება (IQ) – 160, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი-დრამერი, რომელიც დისერტაციაზე მუშაობს.
სამი ოჯახის მიერ შეტანილ საჩივარში ნათქვამია, რომ სინამდვილეში დონორის დიაგნოზი რამდენიმე ფსიქოლოგიური დაავადება იყო, მათ შორის, შიზოფრენია, ამასთანავე, ის ციხეშიც იჯდა. ამის მიუხედავად, მისი ბიომასალა 36-ჯერ იქნა გამოყენებული აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.
პრეტენზიის თანხა 12 მილიონი დოლარია. საჩივარი ეხება სამ დაბადებულ ბავშვს, რომლებიც ახლა 4-დან 8 წლამდე არიან. გამოცემის თქმით, ეს უკვე მეორე საჩივარია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიმათემატიკოსებმა „სამეფო კარის თამაშებიდან“ ჯონ სნოუს სიკვდილის საიდუმლო გახსნეს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა