კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურისგან თავს გამაგრილებელ დარბაზებს აფარებენ

ათობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში უპრეცენდენტო სიცხის გამო, რომელიც ქვეყნის დასავლეთით რამდენიმე დღეა ფიქსირდება. ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მეოთხე დღეა რეკორდული ტემპერატურაა – 49,5 ცელსიუსი.
მხოლოდ ვანკუვერში, რომელიც პროვინციის უმსხვილესი ქალაქია, სიცხის გამო პარასკევიდან 130 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან უმეტესობა ხანდაზმულები არიან.

პატარა ქალაქ ლიტონში მესამე დღეა ტემპერეტურული რეკორდი იზრდება, კვირას ადგილობრივმა მეტეოსადგურმა 46,6 ცელსიუსი დააფიქსირა, ორშაბათს – 47,5°C, სამშაბათს კი – 49 გრადუსი.

უკანასკნელად ბრიტანეთის კოლუმბიაში 1941 წელს დაფიქსირდა 44,4 °C.

მედიკოსები ამბობენ, რომ სიცხის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლებელია, გაიზარდოს. “მე პოლიციაში 15 წელია ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე არასდროს შევხვედრილვარ მოულოდნელი გარდაცვალების ამდენ შემთხვევას. ადამიანები საკუთარი ახლობლების მოსანახულებლად მიდიან, ისინი კი მკვდარი ხვდებათ” – პატარა ქალაქ ლიტონის მკვიდრმა სტივ ედისონმა თქვა – “ბიბისი” წერს.
მოსახლეობა ცდილობს აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლებიდან არ გავიდნენ. მთავრობა ყველფან შადრევნებს აკეთებს, რომ ხალხმა გაგრილება შეძლოს. გარდა ამისა, გაიხსნა სპეციალური გამაგრილებელი დარბაზები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა და სულის მოთქმა. ისინი მატრასებზე წვანან და გრილდებიან.

banner
წინა სტატიაშისუს-ის მიერ დაკავებულ ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
შემდეგი სტატიაკომიკოსი ბილ კოსბი ციხიდან გამოვიდა – ბრალდება სექსუალურ ძალადობაზე ანულირებულია