კანადაში ოთხი ეკლესია დაწვეს, მანამდე ასობით ინდიელი ბავშვის უცნობი საფლავი იპოვეს

კანადის აბორიგენი დასახლებების ტერიტორიაზე უკანასკნელი კვირის მანძილზე ოთხი კათოლიკური ეკლესია დაიწვა. ბოლო ერთი თვის მანძილზე ამ რეგიონში კათოლიკური ინტერნატების ადგილას, სადაც ინდიელების ბავშვები იძულებით ყავდათ, ასობით უცნობი ბავშვის საფლავი აღმოაჩინეს.

პოლიციას, ჯერჯერობით, არა აქვს იმის მტკიცებულება, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი არსებობს.

შაბათ ღამით, კანადის ბრიატნეთის კოლუმბიაში, ორ სხვადასხვა დასახლებაში ერთდროულად ორი კათოლიკური ეკლასია დაიწვა. მანამდე ექვსი დღით ადრე ბრიტანეთის კოლუმბიაში ორი ეკლესია დაიწვა. პოლიცია არ ამტკიცებს, რომ ეკლესიები სპეციალურად დაწვეს, მაგრამ ხანძარს განიხილავს როგორც საეჭვოს.

25 ივნისს გავრცელდა, რომ კანადაში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, რომელიც ადგილობრივი ინდიელებისთვის იყო განკუთვნილი, 750 უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. ერთი თვის წინ 215 ბავშვის საფლავი იპოვეს. ადგილობრივი ხალხების გაერთიანებებში ადრე არსებულ ინტერნატებს “დანაშაულის ადგილსა” და “საკონცენტრაციო ბანაკს” უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ მსგავი საფლავი ბევრად მეტია.

საფლავების ძებნაში გეორადარებს იყენებენ, რომელიც ობიექტებს მიწის ზემოდან ხედავს. სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს და ის რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

1863-1998 წლებში კანადაში დაახლოებით 130 სკოლა-ინეტრნატი მოქმედებდა, რომელსაც სახელწმიფო აფინანსებდა. იქ იძულებითი წესით დაახლოებით 150 ათასი ადგილობრივი ტომების ბავშვები ცხოვრობდნენ. სხვადასხვა მომაცემებით, მათგან 3,2 ათასიდან 6 ათასამდე გარდაიცვალა, დანარჩენები გარბოდნენ, ძირითადად, ცუდი პირობების გამო.
კანადაში მიმდინარე მოვლენებმა აშშ-შიც ჰპოვა გამოძახილი, სადაც ასევე აპირებენ იგივე სამუშაოების ჩატარებას. აშშ-ში ანალოგიური სკოლა-ინტერნატები 1819-1969 წლებში ფუნქციონირებდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს
შემდეგი სტატიასპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს