კანადაში ორმა უცნობმა პირმა რესტორანში ბომბი ააფეთქა

მინიმუმ 15 ადამიანი დაშავდა მისისოგში რესტორანში მომხდარი აფეთქებისას, ტორონტოსთან ახლოს. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მოაწყო ორმა ეჭვმიტანილმა, რომლებიც, როგორც კამერებმა დააფიქსირეს, სახეს მალავდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეჭვმიტანილებმა მიმალვა მოასწრეს. ადგილობრივი მედიის თქმით, შემთხვევის ადგილის ირგვლივ ტერიტორია გადაიკეტა, ადგილზე მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე ტაქტიკური ჯარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშირატომ შეიძლება დავიჯეროთ, რომ პოროსენკომ ტრამპთან შეხვედრისთვის ფული გადაიხადა
შემდეგი სტატიაავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთს MH17-ის კატასტროფაში ბრალი ოფიციალურად დასდეს