კანადაში მძღოლმა მულსიმების ოჯახი მანქანით შეგნებულად გაიტანა

კანადაში, ონტარიოს პროვინციაში, ქალაქ ლონდონის მიკვიდრმა მანქანა შეგნებულად დააჯახა მუსლიმების ოჯახს, რომლის შედეგადაც ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა, ერთმა ტრავმა მიიღო. მძღოლი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მოქმედებდა.
“არსებობს მტკიცებულებები, რომ ის წინასწარ განზრახულად მოქმედებდა, მოტივირებული იყო სიძულვილით” – განაცხადა ლონდონის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა პოლ უეიტმა.

20 წლის მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი ოთხი ეპიზოდით, ოთხი ადამიანის მკვლელობაში წაუყენეს. შესაძლებელია ის ტერორიზმით შეცვალონ.

The London Free Press-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულები არიან 46 წლის ოჯახის მამა, 44 წლის დედა, 15 წლის ქალიშვილი და ერთ-ერთი მშობლის 74 წლის დედა. 9 წლის ბიჭი სერიოზული, მაგრამ არა სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახი პაკისტანიდან 14 წლის წინ იყო იმიგრირებული.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ “ტვიტერში” დაწერა, რომ ის “აღშფოთებულია” მომხდარით და დაამატა, რომ ისლამოფობიას ადგილი არა აქვს კანადურ საზოგადოებაში. “ეს სიძულვილი ამაზრზენია და ეს უნდა დასრულდეს” – დაწერა ტრიუდომ.

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე:ეს იქნება შეურიგებელი ბრძოლის სტრატეგია და შეურიგებელი ბრძოლა მანკიერებასთან
შემდეგი სტატია2 სპილოსა და 3 სპლიყვის მოგზაურობა ჩინეთში