“ბიბისის” ინფორმაციით, კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
როგორც მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ორი გარდაცვლილი კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილი იპოვეს თავად ეჭვმიტანილიც.
მედიის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მის სახელსა და სქესს ჯერჯერობით არ ამხელს. უცნობია თავდასხმის მოტივიც. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული სროლის დროს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „დღევანდელი საშინელი სროლებით განადგურებულია“.















