კანადაში დააპატიმრეს მფრინავი, რომელმაც გაფრენამდე სიმთვრალის გამო გონება დაკარგა

კანადის პოლიციამ სამგზავრო თვითმფრინავის მთვრალი მფრინავი დააპატიმრა, რომელმაც აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე თავის კაბინაში გონება დაკარგა.
ავიაკომპანია Sunwing-ის ეკიპაჟის წევრებმა ყურადღება მიაქციეს 37 წლის პილოტის ქცევებს და სამართალდამცველები გამოიძახეს. “მათ ნახეს, რომ ის სავარძლიდან გადავარდა. ის თვითმფრინავის მეთაური იყო” – პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომლის თქმითაც მფრინავის ორგანიზმში ალკოჰოლი ნორმაზე სამჯერ მეტი იყო.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის კლუბის მეპატრონემ თქვა, რომ ტერაქტის შესახებ გაფრთხილება აშშ-ს დაზვერვის სამსახურიდან მიიღო
შემდეგი სტატიატრამპი: კიბერშეტევების უკან რუსეთი კი არა სხვა დგას