კანადაში ასობით ინდიელი ბავშვის უცნობი საფლავი აღმოაჩინეს

კანადაში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, რომელიც ადგილობრივი ინდიელებისთვის იყო განკუთვნილი, 750 უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. ერთი თვის წინ 215 ბავშვის საფლავი იპოვეს. ადგილობრივი ხალხების გაერთიანებებში ადრე არსებულ ინტერნატებს “დანაშაულის ადგილსა” და “საკონცენტრაციო ბანაკს” უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ მსგავი საფლავი ბევრად მეტია – “ბიბისი” წერს.

საფლავების ძებნაში გეორადარებს იყენებენ, რომელიც ობიექტებს მიწის ზემოდან ხედავს. სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს და ის რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

1863-1998 წლებში კანადაში დაახლოებით 130 სკოლა-ინეტრნატი მოქმედებდა, რომელსაც სახელწმიფო აფინანსებდა. იქ იძულებითი წესით დაახლოებით 150 ათასი ადგილობრივი ტომების ბავშვები ცხოვრობდნენ. სხვადასხვა მომაცემებით, მათგან 3,2 ათასიდან 6 ათასამდე გარდაიცვალა, დანარჩენები გარბოდნენ, ძირითადად, ცუდი პირობების გამო.
კანადაში მიმდინარე მოვლენებმა აშშ-შიც ჰპოვა გამოძახილი, სადაც ასევე აპირებენ იგივე სამუშაოების ჩატარებას. აშშ-ში ანალოგიური სკოლა-ინტერნატები 1819-1969 წლებში ფუნქციონირებდა.

banner
წინა სტატიაში“წყლით და გარუჯვით კორონავირუსი ნამდვილად არ გადაგედებათ”
შემდეგი სტატიასოლოლაკში 11 წლის მოზარდი დაიკარგა