კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო

კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების ფარგლებში კანადამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, სანქციები პუტინის რეჟიმის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც შეეხო.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მოახერხა და ყველა მეგობართან გაიფუჭა ურთიერთობა – ხელისუფლებას შეეძლო ესაუბრა ოპოზიციასთან, არ დაეჭირა გვარამია, არ ელანძღა დასავლელი დიპლომატები და ჩვენც კანდიდატი ქვეყანა ვიქნებოდით – კანაშვილი
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს