კანადამ სანქციების უდიდესი პაკეტი დააწესა რუსეთთან დაკავშირებული 10 ფიზიკური პირისა და 21 სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც “ეხმარებიან” კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდომ ლონდონის სამიტში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.
ჯასტინ ტრუდოს ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ მთლიანობაში, დღემდე კანადამ სანქციები 3000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსულ აგრესიაში.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერას.
აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვლიდან ოტავამ კიევს თითქმის 20 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, კანადის სამხედროებმა კი 2015 წლიდან 44 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოამზადეს.