კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლას

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლა (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

სანქციები შეეხო გამოცემა Vzglyad-ს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას, ვალდაის სადისკუსიო კლუბს და “იუნარმიას” (თავდაცვის მინისტრ შოიგუს ინიციატივით შექმნილი “პატრიოტული მოძრაობა”).

სანქცირებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი.

სანქციების სიაშია რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც ხელმძღვანელობს იუნარმიას შტაბ-ბინას.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიასაავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები წვანან პოლიციელები შეიჭრნენ, ზეწოლას ახდენდნენ დაზარალებულებზე და ექიმებზე – ხოშტარია