კანადამ პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების შესახებ G20-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ინდონეზიაში, კერძოდ ბალიზე გაიმართა.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ვლადიმერ მიხაილოვიჩ გუნდიაევი {პატრიარქი კირილი} კანადის ახალი სანქციების ქვეშ მოექცა.

„რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ უნდა აგოს პასუხი თავის სიცრუეზე. კანადა მოწოდებულია ებრძოლოს დეზინფორმაციას ყველგან, სადაც ის აღმოჩნდება. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა მელანიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას ქერჩის ხიდზე თავდასხმით კრემლისთვის დამანგრეველი დარტყმის მიყენება შეუძლია – ფილიპ ბრიდლავი
შემდეგი სტატიაოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს – კობახიძე