კანადამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

”იმ ხალხის გასაგონად, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვინც მოუთმენლად ელოდება ვაქცინის გაკეთებას – თქვენი ჯერი მოდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქვეყანა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდა და მაისის ბოლიმდე 3.5 მილიონ დოზას მიიღებს. მანამდე მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები დაამტკიცა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა პირველია კანადაში დამტკიცებულ ვაქცინებს შორის, რომელიც ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება. ამ დრომდე, კანადის მოსახლეობის 4.2%-მა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა.

banner
წინა სტატიაში7 მარტიდან საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზ.მ.-ს ბრალდება დაუმძიმდა