კანადამ 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები და ტრანზაქციები გაყინა და დაბლოკა

კანადის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ მკაცრი ზომები მიიღეს 400 მილიონზე მეტი კანადური დოლარის ღირებულების (314.81 მილიონი აშშ დოლარი) რუსული აქტივებისა და ტრანზაქციების მიმართ, რომლებშიც ჩართულები არიან უკრაინის ომის გამო სანქცირებული ადამიანები.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე, კანადაში 123 მილიონი კანადური დოლარის რუსული აქტივები გაიყინა და 289 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაიბლოკა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

აპრილში ოტავამ განაცხადა, რომ შეცვლიდა სანქციებთან დაკავშირებულ კანონს, რათა დაყადაღებული და სანქცირებული უცხოური აქტივები ომისგან დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდასა და უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში „ვაგნერიტების“ ბაზა გაანადგურეს
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური ოზურგეთში ხუთასამდე სამუშაო ადგილს ქმნის