კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტირს, ანიტა ანანდის ინფორმაციით, უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა. მისივე თქმით, ჭურვებს კანადა უკრაინისთვის $500 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში შეისყიდის.

“კანადა უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით დგას, რადგან ჩვენ პუტინის უკანონო და გაუმართლებელ თავდასხმას ვგმობთ. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ უკრაინას დამატებიტ სამხედრო ტექნიკას მივაწოდებთ, რაც მას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება. უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ჩვენ მეტ აღჭურვილობას ვუგზავნით”. – თქვა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს ანდონი ორტუსარს შეხვდა
შემდეგი სტატიაგანბლოკვამდე სანქციების მოხსნის მოთხოვნით რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს – კულება პორტებზე