კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, განაცხადა.
უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული და მოიცავს 50 ჯავშანმანქანას. მათ შორის, სამედიცინო ევაკუაციის მანქანებს, რომლებიც კანადაში იწარმოება.
დახმარების პაკეტში შედის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის.