კანადა, უცნაური სიმპტომების გამო, კუბაში საელჩოს შტატს ამცირებს

კუბაში კანადის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა ორჯერ შემცირდება – კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მიზეზი “საელჩოს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა”.
უკანასკნელი ორი წლის მანილზე საელჩოს 14 თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები “უჩვეულო სიმპტომებს” გადააწყდნენ: თავბრუსხვევა, ძალის წართმევა, თავის ტკივილები, მხედველობისა და სმენის პრობლემები, წონასწორობის დაკარგვა და კონცენტრაციის შემცირება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “მიმდინარე მომენტში დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია” – “დოიჩე ველე” წერს.
მსგავსი სიმპტომები, ასევე, აშშ-ს 25 თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებსაც გამოუვლინდათ. ვაშინგტონი სიმპტომებზე პასუხისმგებლობას ჰავანას აკისრებს.

banner
წინა სტატიაშისლოვაკი ტუროპერატორები დაინტერესდნენ აფხაზეთის მიმართულებით?
შემდეგი სტატიაანომალიურმა ყინვებმა აშშ-ს პარალიზება გამოიწვია (+ფოტო)