“კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს, გახსოვდეს, მარკ, როდესაც შემდეგ ჯერზე განცხადებებს გააკეთებ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს და კანადის პრემიერი ასევე უნდა იყოს მადლობელი.
„სხვათა შორის, კანადა ძალიან ბევრ საჩუქარს იღებს ჩვენგან უფასოდ, ის ასევე უნდა იყოს მადლობელი. მე ვუყურე კანადის პრემიერ-მინისტრს და არ ჩანდა მადლობელი. არადა უნდა იყოს. კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს, გახსოვდეს, მარკ, როდესაც შემდეგ ჯერზე განცხადებებს გააკეთებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

















