კანადა “ისლამური სახელმწიფოს” დაბომბვას შეწყვეტს

კანადა

კანადა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს შეწყვეტს, სავარაუდოდ, 22 თებერვლისთვის – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.
“მთავარია, გვახსოვდეს, რომ ავიადარტყმები საუკეტესო საშუალებაა მოკლევადიანი მიზნებისთვის, მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება სტაბილურობის მიღწევაში” – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ, კანადა გამოყოფს სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ ძალებს ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებს გააცნობს. გარდა ამისა, ოტტავა საკუთარ როლს გააგრძელებს ჰუმანიტარულ მისიებში.
ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, კანადა ერაყის სამხედრო ძალების წვრთნებში საკუთარ კონტიგენტს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მომენტში სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 600 სამხედრო მოსამსახურე და 70 სპეცრაზმელია, რომლებიც ქურთულ დაჯგუფებებს წვრთნიან.
კანადის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმების განხორციელება 2015 წლის 8 აპრილიდან დაიწყეს.

banner
წინა სტატიაში,,არ გადამრგო” – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სარჩელზე პირველ კომენტარს აკეთებს