კანადა აშშ-ის საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებს

კანადა 5 მარტიდან აშშ-ის პროდუქციაზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ვაშინგტონი კანადური საქონლის დაბეგვრას გააგრძელებს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

ტრუდოს თქმით, 30 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 21 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დარჩენილ 125 მილიარდ კანადურ დოლარზე (86 მილიარდი აშშ დოლარი) შეზღუდვები 21 დღეში შევა ძალაში.

“ჩვენი ტარიფები დარჩება ძალაში, სანამ აშშ არ გააუქმებს სავაჭრო შეზღუდვებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, პროვინციებსა და ტერიტორიებთან ერთად დამატებითი არასაბაჟო ზომების განხილვასაც ვაპირებთ,” – განაცხადა ტრუდომ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ძირითადი სცენარი არის პოზიციების შენარჩუნება და სათანადო დიპლომატიისთვის პირობების შექმნა, რათა მივაღწიოთ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფ დასრულებას სამართლიანი მშვიდობით
შემდეგი სტატიამიხაელ გალერი – დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია – პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა