“კამპანიაში ივანიშვილის ჩართვა, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვის კარგი იქნება”

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილიოს ჩართვა, როგორც თავად ივანიშვილის, ასევე “ქართულის ოცნების” სურვილია.

“რაც შეეხება მის ჩართვას, მე მგონია, რომ ეს მისი სურვილიცაა და “ქართული ოცნებისაც”, შესაბამისად, თუ ის ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება.

შესაბამისად, ეს იქნება კარგი, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ასევე, შედეგებისთვის. რამდენადაც წერილიდან ჩანს, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, როგორც ქუმსიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შეფასებისას განაცხადა, წერილი დროულად გამოქვეყნდა, რადგან მასში აღწერილი მოვლენები პრინციპულად მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა ციფრი, რაც წერილში ვნახეთ აბსოლუტური სიმართლეა. შესაბამისად, ყველა ციფრი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. ის განვითარების ტენდენციები, რაც წერილშია ასახული წარმოადგენს სიმართლეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე აქამდე, ამისთვის შესაბამისი საფუძველი გაგვაჩნია”,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმის განაჩენი მსჯავრდებულების ინტერესების დამცველეს ამ დრომდე არ მიუღია
შემდეგი სტატია,,ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში”