კამპანია “ეს შენ გეხება” ხელისუფლებისგან ფარული ვიდეო კადრების თაობაზე სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ

კამპანია ეს შენ გეხებას წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და არ ენდობიან საგამოძიებო უწყებებს. ეს შენ გეხებას წევრებმა სპეციალური ბრიფინგი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში გამართეს.

ისინი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფარული ვიდეო კადრების გამოქვეყნების საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. არასამთავრობოებს ასევე სურთ პრეზიდენტთან, პრემიერთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა.

“ეს არის პირდაპირი შანტაჟი, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისა, რომლებიც არიან ამ ვიდეოებში, არამედ მთელი საზოგადოების და მთი ფსიქოლოგიური წნეხის და ტერორის ქვეშ ყოფნისთვის პირდაპირი მცდელობა, რაც სერიოზული დარტყმაა, როგორც სამართლიან და თანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე ზოგადად დემოკრატიულ გარემოზე ამ ქვეყანაში,” – აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

სამოქალაქო მოძრაობის წევრები ასევე აანონსებენ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც შაბათს გაიმართება.

ბრიფინგის შემდეგ კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ,,მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო”- გრიგოლიას საგანგებო განცხადება