კამპანია „ეს შენ გეხება“ გააქტიურდება

კამპანია „ეს შენ გეხება“ გააქტიურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავენ. ფარული მიყურადების თემის პარალელურად, უფლებადამცველები კამპანიის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

„ასეთი კადრების გავრცელება, ეს არის არა მარტო ერთი ადამიანის მიმართ მიმართული უსაშინლესი დანაშაული, არამედ ეს არის მთელი პოლიტიკური და საჯარო სპექტრის დაშინება და დაშანტაჟება იმით, რომ ასეთი კადრები არსებობს და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მათ წინააღმდეგ, ეს ყოველივე მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავისუფალ საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ძალიან კატეგორიულები, კონკრეტულ მოთხოვნებზე ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საათში ციხისძირიდან ასწლოვან ხეებს გაიტანენ
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობისმყოფელების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო