კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ აქტივისტებს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს პროკურატურამ საპროცესო არ გაუფორმა, სასამართლომ მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოიტანა.

შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.

banner
წინა სტატიაში“ამერიკული კანონმდებლობაა…” – ლევან იოსელიანი FARA-ზე
შემდეგი სტატიათბილისს როდესაც “გამოგლეჯთ” რეჟიმს, არ გამომაპაროთ – ზურაბ ფარჯიანი