კამჩატკაზე 8,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა 1952 წლის შემდეგ.
მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირებულია 4 მეტრის სიმაღლის ცუნამი კამჩატკის ნაწილზე, რის შედეგადაც ქალაქი სევერო-კურილსკი ფაქტობრივად, დაიტბორა.
ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული ასევე აშშ-სა და იაპონიაში. ჰავაის კუნძულებსა და აშშ-ის სანაპიროს ნაწილში (რუკაზე წითლად) ჩაირთო სირენები, მოსახლეობას მოუწოდებენ დაიწყონ სიმაღლეებზე ევაკუაცია ან ავიდნენ მინიმუმ, მე-4 სართულზე ან ზემოთ.
ცალკეული ვარაუდით, ცუნამი დამანგრეველი იქნება, ხოლო აშშ-მდე თბილისის დროით დაახლოებით 13:00-სთვის მიაღწევს.










