კამათი თავდაცვის კომიტეტზე – ერთმანეთს გიორგი ვოლსკი და სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. თავდაცვის კომიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიციას კითხვები აქვს, რატომ არის 46 მილიონით ნაკლები თავდაცვის სამინსიტროს დაფინანსება და როგორ უნდა გადანაწილდეს ამ უწყებაში პრიორიტეტები.

კამათი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილს დასმულ კითხვას მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ „უაზრო“ თემის წამოწევას თავი დაანებოს. ოპონენტებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

სალომე სამადაშვილმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშინატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
შემდეგი სტატიაცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს