კამათი საკრებულოში – დაპირისპირების მიზეზი აღმაშენებლის გამზირის რებილიტაციის საკითხი გახდა

ხმაურით დაიწყო თბილისის საკრებულოს სხდომა. დაპირისპირების მიზეზი თბილისის მერიის ახალი პროექტი გახდა.

უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კამათი აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხმა გამოიწვია. უმცირესობაში აცხადებენ, რომ უსამართლობაა იმაზე საუბარი, თითქოს ეს პროექტი ახალია. ნაციონალური მოძრაობის წევრები თქმით, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა.

“ეს არის იმ პროექტის გაგრძელება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა. რომელიც ძალიან დიდ კრიტიკას იღებდა, მათ შორის თქვენგან და იმედი მაქვს, რომ ამ პროექტების შეფასებისას, ვიქნებით თანმიმდევრულები.

“მე ვთქვი, რომ ეს არის კარგი პროექტი, და იმედია, რომ თქვენ შეძლებთ მის განხორციელებას ისე, როგორც ჩვენ ვახორციელებდით გასულ წლებში,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

უმრავლესობის წევრები, უმცირესობის ამ შეფასებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა ამ მიმართულებით ფასადური იყო.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილის კომპანიის წარმომადგენლები იკავებენ მთავრობის წევრების თანამდებობებს,” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიანატო: რუსეთის ავიადარტყმები სირიაში მშვიდობიან პროცესს ხელს უშლის