კამათი პარლამენტში – სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტებში დაბარებული მინისტრები არ მიდიან

კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე – სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტებში დაბარებული მინისტრები არ მიდიან. დეპუტატი ამბობს, რომ მუდმივად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირება. სიტყვით მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა:

“ბატონო თავმჯდომარე, თქვენ დაგვპირდით, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენის შესაძლებლობა გვექნებოდა,” – მიმართა სამადაშვილმა კახა კუჭავას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ კი განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მინისტრები კომიტეტებზე მივლენ.

“არასდროს არ გვითქვამს რომ მინისტრი არ მოვა, ეს უნდა მოითხოვოს კომიტეტმა, ოპოზიციამ”- უპასუხა კახა კუჭავამ სალომე სამადაშვილს.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია დუშეთში – დაკავებულია პირი, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის ვიზებს უკანონოდ ამზადებდა
შემდეგი სტატიაავსტრიის პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას