23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

კამანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. დელეგაციამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ, კამანის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღეს კამანის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სოფელი მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ მოექცა. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა.

სოფლის დაკავების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მასობრივი ძალადობა, წამება და მკვლელობები განხორციელდა, რასაც კამანის ტრაგედია ეწოდა. აღნიშნული თარიღი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ ეპიზოდად მიიჩნევა, ხოლო ყოველწლიურად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია
შემდეგი სტატიაზურაბ ბატიაშვილი: ირანში ვიზიტი ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას ხელს ვერ შეუწყობს