აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის რეიტინგი ერთ კვირაში შესამჩნევად გაიზარდა. ამას მოწმობს ABC News-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჰარისისთვის ნდობის რეიტინგი მხოლოდ 35% იყო, ხოლო ამერიკელთა 46%-მა გამოთქვა უნდობლობა მის მიმართ. ახალმა გამოკითხვამ კი დრამატულ ცვლილებააჩვენა: ამერიკელთა 43% ენდობა მას, 42% კი უნდობლობას უცხადებს.
ამავდროულად, “დამოუკიდებელ ამომრჩეველთა” 44% ჰარისს დადებითად აფასებს, რაც ერთი კვირის წინ მხოლოდ 28% იყო. მისი ნდობის რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის ახლა 40%-ს შეადგენს.
ამ ფონზე, ტრამპის ნდობის რეიტინგი ოდნავ შემცირდა, ის ერთ კვირაში 40%-დან 36% ჩამოვიდა. ამავდროულად, ტრამპის მოწონების რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის გასულ კვირას 35%-დან 27%-მდე დაეცა.