8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

კალუგინი: ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს და თბილისს ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო ერჩის.

კალუგინის თქმით, ბრიუსელი ნეოკოლონიური მიდგომით მოქმედებს და ქვეყნისგან შიდა და საგარეო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას ითხოვს.

„საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ ამჯობინებს ულტიმატუმებისა და მუქარების ენას… საქართველო შეეწინააღმდეგა ასეთ ნეოკოლონიალურ მიდგომას და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ ჩახშობას. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა მას „დემოკრატიულად ჩამორჩენილის“ იარლიყი მიაკრა“, — აღნიშნა კალუგინმა.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება „პატიოსნად ამბობს“, რომ ანტირუსულ სანქციებს რუსეთზე გავლენა არ ექნება, თუმცა უმძიმეს შედეგებს მოუტანს თავად საქართველოს.

კალუგინმა ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ტურისტების მეოთხედს რუსები შეადგენენ და რუსეთი ქართული ტრადიციული საქონლის მთავარი მომხმარებელია.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ საკითხში ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობის ფორმირება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: ვიდეოში, რაც ვნახეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურება
შემდეგი სტატიაკობახიძე: ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი