კალოიანი: ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერ მის ლოჯისტიკას და ვერ საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას

“ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი, ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება.

კალოიანის თქმით, ყველაზე სახიფათო არა ის ინფიცირებულთა ციფრია, რაც დღეს გამოვლინდა, არამედ ის მზარდი ტენდენცია, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

კალოიანმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმოება, დღეში მინიმუმ 50 000 ტესტის ჩატარება და მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის.

„ყველაზე სახიფათო არა ეს ერთი დღის ციფრია, არამედ ის ტენდენცია, მზარდი ტენდენცია, რაც გვაქვს და რეალურად დღეს მივიღეთ პრინციპში ნახტომისებური ზრდა, რაც პერსპექტივისთვის ძალიან ცუდია. მთავარი თემა აქ არის შემდეგი, ჩვენ ველოდით ინფიცირებულთა მატებას, დელტა შტამი სამწუხაროდ ამის პროგნოზის საშუალებას გვაძლევდა, ველოდით ამას აგვისტო-სექტემბერში, თუმცა ველოდით ამას, რადგან მოსახლეობა არ იყო ვაქცინირებული და ხელისუფლებამ ვერ მოაბა დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერ მის ლოჯისტიკას და ვერ საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას ჩვენ მოქალაქეებთან, შესაბამისად, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა.

ახლა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, საინფორმაციო კამპანია ერთი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, თუ ჩვენ არგუმენტებით არ დავარწმუნეთ ჩვენი მოქალაქეები რომ აიცრან, ეს ერთი, მეორე ძალიან მნიშვნელოვანია მასიური ტესტირება, მინიმუმ 50 000 ტესტი დღეში და აქედან სასურველია, რომ ორი მესამედი კვლევების იყოს პისიარ ბაზირებული, რათა ჩვენ დროულად შევძლოთ გამოვლენა იმ მოქალაქეების, რომლებიც ინფიცირებულები არიან და შემდეგ მათი ადეკვატური მოვლა.
მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნცქიონირებას შორის. ასეთი არის პირველ რიგში დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების ორგანიზება და მართვა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გვექნება,“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ უზენაესის მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიათქვენ გასართობად ხართ აქ მოსული- სარჯველაძემ აქციაზე ჟურნალისტებს მიმართა