კალოიანი – ბათუმში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბათუმის მოსახლეობას ერთი წლით წაართვას არჩევნები

ბათუმში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბათუმის მოსახლეობას ერთი წლით წაართვას არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ხდება ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს ფორმალურადაც წაართვას არჩევანი მოქალაქეს და რეალურად გააუქმოს არჩევნების შედეგები. მნიშვნელოვანია არამხოლოდ უბრალო უმრავლესობით დამარცხება, რაც ბათუმში მოახერხა კოორდინირებულმა ოპოზიციამ, არამედ იმხელა უპირატესობით დამარცხება, რომ მსგავსი ტექნიკური ხრიკებით და თუ საჭიროა კანონის ცვლილებითაც კი, ვერ მოახერხონ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის წართმევა“, – განაცხადა კალოიანმა.

წინა სტატიაშიდააკავეს ნიკა მოსიაშვილი, რომელიც საკუთარი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებოდა – “გირჩი- მეტი თავისუფლება”
შემდეგი სტატიაბათუმში, უმაღლესი საბჭოს წინ დაპირისპირებისას, 2 ადამიანი დააკავეს