კალოიანი – აჭარაში „ტოცილიზუმაბისა” და „რემდესივირის“ საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია

ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, აჭარაში „ტოცილიზუმაბისა” და „რემდესივირის“ საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია. მან დღევანდელ ბრიფინგზე ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას მოუწოდა, გამოიყენონ სარეზერვო ბიუჯეტი და შექმნან ამ მედიკამენტების საწყობი და ბაზა.

„აჭარაში მედიკამენტებით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ისეთ სასიცოცხლო მედიკამენტებთან დაკავშირებით, როგორიც არის „ტოცილიზუმაბი“, ასევე „რემდესივირი“ ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში ექიმებს ძალიან რთული გზის გავლა უწევთ. ის წერს ფორმას, რომელიც იგზავნება თბილისში და იქ იღებენ გადაწყვეტილებას. რაც ყველაზე სახიფათოა, ბათუმში აღარ არის ამ მედიკამენტების საწყობი, მხოლოდ თბილისშია, ერთ კლინიკაში და იქედან ხდება ამ მედიკამენტების გამოგზავნა. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ორივე მედიკამენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოკლე დროის ფანჯარა, როდესაც ექიმს შეუძლია მისი პაციენტთან გამოყენება. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ამიტომ, მოვუწოდებ ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას, გამოიყენოს სარეზერვო ბიუჯეტი და შექმნას ამ მნიშვნელოვან მედიკამენტების საწყობი და ბაზა, რათა ძალიან დიდი დრო არ დაიკარგოს.

ასევე, პრობლემებია პერიოდულად ფიზიოლოგიურ ხსნართან, სისხლის შედედების საწინააღმდეგო ხსნარებთან დაკავშირებით, რაც ამ პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აჭარის მთავრობას და ბათუმის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გამოყოს რესურსები სარეზერვო თანხიდან, რათა აჭარაში ამ მედიკამენტების საწყობი შეიქმნას და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ამ უგუნური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგი ჩვენს მოქალაქებზე მინიმუმამდე დავიდეს“,-განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – “ქართული ოცნება” დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის