კალოიანი – 5 მილიარდიდან ვაქცინაზე მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული

ჩავარდნილი ვაქცინაცია და კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში – “ევროპული საქართველო” სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო.

ვახტანგ კალოიანის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სიკვდილიანობა 2-ჯერ გაიზარდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კი მხოლოდ ვაქცინაციის ტემპის გაზრდაა.

“სამწუხაროდ, მთავარი გამოწვევაა გაზრდილი სიკვდილიანობა, 2-ჯერ გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში და ჩვენ ზედა ოცეულში ვართ ამ მონაცემებით. ამას აქვს ორი გამომწვევი მიზეზი: ჩავარდნილი ვაქცინაცია, მოსახლების მხოლოდ 2%-ია აცრილი. 140-ე ადგილზე ვართ. მობილიზებული 5 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ, 17 მილიონია დახარჯული ვაქცინაზე. მაშინ, როდესაც უამრავი გაუაზრებელი და არაეფექტური ხარჯი გვქონდა, ქუჩების მორეცხვით, რობოტი პეპერისა და სასტუმროების არაეფექტური გამოყენების სახით… ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ჩვენ გვჭირდება დღეში 20 000 ვაქცინირებული მოქალაქე და საგადასახადო ტვირთის შემცირება ამ გაუაზრებელი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება”, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს