კალოევი: არ მანაღვლებს როგორ განმასახიერებს შვარცნეგერი

კალოევი: არ მანაღვლებს როგორ განმასახიერებს შვარცნეგერი

04ფილმის “478” სცენარის ავტორი ესპანელი ჰავიერ გულონია, პროდუსერი დარენ აროფონსკი, მთავარ როლს კი ფილმში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ითამაშებს – ფილმის ისტორია ნამდვილია და ალპებზე ბოდენის ტბაზე 2002 წელს მომხდარ ტრაგედიას ეხება, რომლის შედეგადაც ორი თვითმფრინავი დაეჯახა ერთმანეთს და 71 მგზავრი, მათ შორის 49 ბავშვი დაიღუპა.

ვიტალი კალოევმა ავიაკატასტროფისას ოჯახის ყველა წევრი დაკარგა. ტრაგედიიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მან იპოვა და მოკლა დისპეჩერი პიტერ ნილსონი, რომლის შემდეგადაც კალოევი დააკავეს და 8 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

“როცა ტრაგედია მოხდა, შვეიცარია და გერმანია გაოგნებული იყო. თითქმის ორი წელი გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. სისხლის სამართლის საქმე რუსეთმაც აღძრა, მოსკოვის გენერალური პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. შემდეგ ფული შემომთავაზეს. ოფიციალური წერილიც მომწერეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მზად არიან კომპენსაცია გადამიხადონ, მაგრამ საპასუხოდ, უარი უნდა ვთქვა საკუთარ შვილებზე, საკუთარ ოჯახზე და ისინი არასდროს გავიხსენო” – ამბობს ვიტალი, რომელსაც არ ადარდებს შვარცნეგერი როგორ განასახიერებს მას.
ვიტალი კალოევი, რომლსი ისტორიაც არებულია ფილმის მთავარ მოტივად, ეთნიკური ოსია.

banner
წინა სტატიაშიკატარის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ბაშარ ასადი აფინანსებს ტერორიზმს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სამეფო ოჯახის სახალისო ფოტოები