კალიურანდის თქმით, ოპოზიციიდან არავისგან სმენია, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიენიჭოს

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ოპოზიციიდან არავისგან სმენია, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიენიჭოს. ასე გამოეხმაურა ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“ასეთი რამ არ მსმენია. მრავალ ადამიანს შევხვდი ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან. ზოგიერთი ძალიან აქტიურად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, მთავრობას, მაგრამ არავის უთქვამს, რომ უნდა მოხდეს კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. პირიქით ხდებოდა, მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, ერთსა და იმავეს აცხადებდნენ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა კალიურანდმა.

“შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის გაიხსნა მხოლოდ რუსული აგრესიის გამო და მე არ ვიცი რამდენი ხანი იქნება იგი ღია. ტრაგედია იქნება თქვენი ხალხისთვის, თუ თქვენ ვერ გამოიყენებთ ამ ფანჯარას. თქვენ შეიძლება რუსეთის უკანა ეზო აღმოჩნდეთ, როცა დაიხურება შესაძლებლობების ფანჯარა.

[…] ფანჯარა ღიაა, უკრაინელები იხოცებიან ყოველ დღე, გაძლევენ თქვენ შანსს, განახორციელოთ დემოკრატიული რეფორმები, დაუახლოვდეთ ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ ამ ფანჯარას, გააკეთებთ იმას რასაც საჭიროა და დაუახლოვდებით ევროკავშირს. მაგრამ თუ არ მიიღებთ სტატუსს წელს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ზურგს შეაქცევს საქართველოს. რამდენადაც გეოპოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს, ევროკავშირი იქნება ღია, მხარს დაუჭერს თქვენს დემოკრატიულ რეფორმებს,-განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა გადაცემა სანაიაში. 

წყარო: ფორმულა

banner
წინა სტატიაშითბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის შსს-მ კაცი დააკავა
შემდეგი სტატიაჯონ კირბი – გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით