კალიურანდი სააკაშვილზე – საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ველით, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მას მოლოდინი აქვს, რომ ყველაფერი, რაც მესამე პრეზიდენტს ეხება კანონის უზენაესობის ფარგლებში წარიმართება. ევროპარლამენტარი “მთავარმა არხმა” ბრიუსელში ჩაწერა.

“საქართველო დემოკრატიული ქვეყნაა და ჩვენ ველით, რომ ყველაფერი რაც მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული, წარიმათება კანონის უზენაესობის ფარგლებში. დიახ, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, მაგრამ ვიმეორებ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ველით, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართება”, – თქვა მარინა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – “თავისუფლება მიშას ნიშნავს – თავისუფლება საქართველოს”
შემდეგი სტატიაწითლიძე – მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ამდენი ხალხი არ ყოფილა