კალიურანდი – მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან

ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ, პატივი ეცით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან.

„ჩვენ ბრიუსელიდან ევროპული პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვფრინდით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული პარლამენტი და ევროკავშირი აქ არის. ველოდებით არჩევნების გამართვას. ხვალ გვექნება პირველი ბრიფინგი ევროკავშირის ელჩისგან, ჩვენ უკვე გვაქვს ოდირის წინასწარი ანგარიში. თუმცა, ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და პატივი ეცით ოდირის შეფასებას“, – განაცხადა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი – არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის
შემდეგი სტატიამარკეტა გრეგოროვა: ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა