კალიურანდი – ხალხი ამბობს, რომ დაღლილია პოლიტიკური კონფრონტაციით, პოლარიზაციით, ეს იყო გზავნილი, რომელიც ქართველი ხალხისგან მივიღე

ხალხს სურს სიმშვიდე, სტაბილურობა და სურთ ფოკუსირება იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა, ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

„მე გავესაუბრე ხალხს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის მხარეს. ხალხი ამბობს, რომ დაღლილია. ისინი დაიღალნენ პოლიტიკური კონფრონტაციით, პოლარიზაციით. ეს იყო გზავნილი, რომელიც ქართველი ხალხისგან მივიღე არჩევნებზე დაკვირვებისას. ხალხს სურს სიმშვიდე, სტაბილურობა და სურთ ფოკუსირება იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორი და ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების ერთგულია.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ვიდრე საქართველო დემოკრატიულ გზას ადგას, მაგრამ ახლა მოვუწოდებდი ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიულ ინტერესებზე მაღლა წინ დააყენონ ქვეყნის ინტერესები, დაამშვიდონ ქვეყანა და გააგრძელონ მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც ხალხს რეალურად აწუხებს. ეკონომიკა, კოვიდი, დემოკრატიული და საკონსტიტუციო რეფორმები, სასამართლო, საარჩევნო კოდექსი – ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა
შემდეგი სტატიაგალერი – ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი