კალიურანდი: დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს

დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

„მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს. მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი: ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას
შემდეგი სტატია“საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, “ოცნება” აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს”