კალიურანდი – არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის

დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის არ არსებობს გამართლება, იქნება ეს ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციონერი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

ევროპარლამენტარმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ევროპარლამენტარების მოსმენასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამისი რეაგირება ექნება ვითარებაზე.

„უკვე განვაცხადე, რომ არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის. დიახ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები სასამართლო დადგენილებით, სამართლებრივი დევნისას, მაგრამ ეს ტერორისტებისა და კრიმინალების მიმართ ხორციელდება. არ არსებობს არავითარი გამართლება ვინმეზე ჯაშუშობის გამო, იქნება ეს ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციონერი. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და შესაბამისი რეაგირება ექნება ამ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბელგიაში“, – განაცხადა კალიურანდმა.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ ევროდეპუტატას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს არჩევნების დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„ევროპული პარლამენტის წევრებთან ერთად შეხვედრა მქონდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან რამდენიმე კვირის წინ, სტრასბურგში. შეხვედრისას მეც და ყველა წევრმა ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვიოს პროვოკაციები. ვთხოვეთ, გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, რაც ამ ქვეყანაში აქვს, ვითარების დეპოლარიზაციისთვის, ეს ქვეყანა მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებამდე მიიყვანოს და გააკეთოს ყველაფერი პოლარიზაციის დასაძლევად, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ მოხდა“, – განაცხადა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება
შემდეგი სტატიაკალიურანდი – მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან