“კალიფორნიის ტერაქტის შემსრულებლები ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ” – ISIS-ის განცხადება

რადიკალური ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებმა დაადასტურეს, რომ კალიფორნიაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ცოლ-ქმარი, მათი მხარდამჭერები იყვნენ. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ჯიჰადისტებმა დღეს, მათი რადიოს პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
„ვლოცულობთ, რომ ისინი ღმერთმა მიიღოს, როგორც მოწამეები“ – განაცხადეს ჯიჰადისტებმა.

შეგახსენებთ, კალიფორნიაში, ქალაქ სან ბერნარდინოში ცენტრალურ პარკთან ახლოს ორგანიზაცია Inland Regional Center-ში მომხდარ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.

ცოლ-ქმარი – 28 წლის საიედ ფარუკი და 27 წლის ტაშფინ მალიკი შენობაში წვეულების დროს შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართო სროლა განახორციელა. თავდასხმის შესახებ ოფისის თანამშრომლებმა თვითერის გვერდზე დაწერეს. ორივე თავდამსხმელი პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული

Inland Regional Center-ი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობს. ორგანიზაციაში 670-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელიც დაახლოებით 30 000-ზე მეტ შშმ პირს ემსახურება.

აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უწყების წარმომადგენელის, დეივიდ ბოუდიჩის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, პაკისტანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეს, 28 წლის საიედ ფარუქს რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი, მისმა მეუღლემ, პაკისტანის მოქალაქემ ტაშფინ მალიქმა კი “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცი დადო. AP-ის ცნობით კი, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, მალიქმა სოციალურ ქსელში “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი მოიხსენია.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
შემდეგი სტატიაპატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა (ფოტო)