კალიფორნიის ბარში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა 

ქალაქ თაუზენდ-ოუკსში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ბარში სროლის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი პოლიციელი. დაიჭრა ათი ადამიანი

არსებული ინფორმაციით, სროლა, ადგილობრივი დროით 23.20 წუთზე  ბარ Borderline Bar and Grill-ში დაიწყო. მამაკაცი, რომელმაც სროლა მოაწყო, ასევე ქალაქის მკვდარია. სამართალდამცავემბა მისი იდენტიფიციფრება  ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს.უცნობია დანაშაულის მოტივიც.

სავარაუდოდ, ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა, თუმცა, პოლიციას ეს ინფორმაცია, ჯერ-ეჯრობით, არ დაუდასტურებია.
შენობაში დაახლოებით 200 ადამიანი იყო.
გარდაცვლილი პოლიციელი სისტემაში 29 წელი მსახურობდა და პენსიაზე გასასვლელად ემზადებოდა.

banner
წინა სტატიაში“სიენენის” ჟურნალისტს, რომელმაც ტრამპი გააღიზიანა, “ხელით შეხებისათვის” აკრედიტაცია შეუჩერეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სესიების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება