კალიფორნიელი ტერორისტებიდან ერთი მოკლეს, ერთი კი – დააკავეს…

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინიოში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის 3 მონაწილიდან, ერთი – პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციისას ლიკვიდირებული იქნა, ხოლო მეორე – დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ეჭვმიტანილთა მანქანა აღმოაჩინეს, რომელმაც მათ ცეცხლი გაუხნსნა… ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია და ერთის კი- დაკავება მოხერხდა. მიმდინარეობს მესამე თავდასმხელის ძებნა-დაკავების ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინიოში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას,  შავი ნიღბებით და ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა 3 პირმა, სახელმწიფო მოხელეთა წინასაახალწლო ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 14 ადამიანი მოკლულია, ამდენივე დაჭრილი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი დღეიდან სირიის კონფლიქტში ჩაერთვება…
შემდეგი სტატიათურქეთიდან საქართველოში უახლოეს ხანებში იაფი ხილ-ბოსტნეული შემოვა…