კალიფორნიაში თავდამსხმელთა შორის ერთი ქალი აღმოჩნდა

ორმხრივი სროლისას სამართალდამცველებმა ორი ბოროტმოქმედი მოკლეს, რომლებიც გუშინ გვიან ღამით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებას დაესხნენ თავს – ამის შესახებ The Los Angeles Times წერს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების ავტომანქანის ადგილმდებარეობა დაადგინეს, რომლებიც ქალაქ რედლენდში ცხოვრობდნენ. დევნისას პოლიციამ გზა გადაუკეტა მანქანას, რომლის შემდეგაც სროლა გაიმართა.
“როიტერსის” ინფორმაციით, მანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, დაკავებულ იქნა მესამე ეჭვმიტანილი, ქალი, რომლის დანაშაულთან კავშირი დგინდება.
სამართალდამცველები მომხდარის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ, მათ შორის ტერაქტსაც. “არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც ტერაქტზე მიუთითებს. შესაძლოა ეს ასეა, შესაძლოა არა. გამოძიება დაადგენს” – აცხადებენ პოლიციაში.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაზე თავდასხმა 2 დეკემბერს დაახლოებით 22.00 საათისთვის განხორციელდა. ბოროტმოქმედებმა საკონფერენციო დარბაზში გახსნეს ცეცხლი, სადაც საღამო მიმდინარეობდა. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 14 ადამიანი, 17-მა კი დაზიანება მიიღო, მათ შორის 10 მძიმე მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ამოცანაა