კალიფორნიაში შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს და მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს და მეწყერს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ძლიერმა შტორმმა, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით დღესაც გაგრძელდება, კალიფორნიის შტატში უხვი ნალექი გამოიწვია. სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო, დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც. მოქალაქეების ნაწილი შტორმის დროს საკუთარ მანქანებში ბლოკირებული აღმოჩნდა და მათი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

კალიფორნიის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. სტიქიის გამო 10 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა
შემდეგი სტატია“სუს-მა ფაქტობრივად გვითხრა, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის დაკავებით აშანტაჟებს” – ანი წითლიძე