კალიფორნიაში მარიხუანის ლეგალიზაციას მისცეს ხმა

კალიფორნიის მკვდრებმა გუშინ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ხმა მარიხუანას ლეგალიზაციას მისცეს.
შტატის ხელმძღვანელობის თქმით, ამომრჩეველთა 55%-მა კენჭი სრულწლოვანებზე მარიხუანას ლეგალიზაციას მისცა.
აშშ-ში მარიხუანას განსატვირთად გამოყენება დაშვებულია კოლორადოში, ორეგონაში, ვაშინგტონსა და ალიასკაზე. წერს – Guardian-ი , რომ კალიფორნია აშშ-ში მარიხუანას ყველაზე მსხვილი ბაზარი გახდება.
მარიხუანას ლეგალიზაციას მისცეს ხმა, ასევე მასაჩუსეტსის შტატში. “ასოშეითედ პრესის” მიხედვით, ამომრჩეველთა 53% მას მხარი დაუჭირა – საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ, განსატვირთად გამოყენებაზე.
გამოცემის მონაცემებითვე, ხმების წინასწარი დათვლით, მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენებას მხარი დაუჭირეს ნევადასა და მენში, არიზონაში კი – არა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : ჩვენ რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ამერიკელი ხალხის არჩევანს