კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

24 თებერვალს ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა თბილისის სპორტის სასახლეში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს და მოზარდებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს ავტოგრაფებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში (N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, N2 პენიტენციური დაწესებულება, N8 პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.
ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.
ამ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შეფობა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ აიღო, ხოლო არასრულწლოვნებს მენტორობას საქართველოს კალათბურთის ფედერაციიის გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი უწევს.
იუსტიციის მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, რომლებიცარასრულწლოვან მსჯავრდებულებთან თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას მომავალშიც გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიმამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს