კალათბურთის ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

region
ავტ.: region ივლისი 10, 2020 17:06

კალათბურთის ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც რუსულ გუნდ ცსკა-ში გადავიდა, მხარდაჭერას უცხადებს. გუნდმა შესაბამისი ვიდეომიმართვა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ვიდეომიმართვაში სპორტსმენები ამბობენ, საწყენია რომ შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ გუნდში იქნება შენგელია, რადგან ის ქვეყნის პატრიოტია.

მათივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ მათ უწევთ აღნიშნულ თემაზე საუბარი, რადგან შენგელია არის მისაბაძი ადამიანი. ნაკრების წევრებმა შენგელიას წარმატება უსურვეს.

„წარმატებას ვუსურვებთ იმ ახალ, გადადგმულ ნაბიჯში, რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვართ, რომ თორნიკე ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ ერთხელ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისე ღირსეულად დაიცავს ქართული ნაკრების ღირსებას, ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით“, – აცხადებენ კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები.

region
ავტ.: region ივლისი 10, 2020 17:06

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics